Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავაზ შარიფი უპრეცედენტო მესამე ვადით იწყებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრად მუშაობას


ნავაზ შარიფი პაკისტანის ისტორიაში უპრეცედენტო მესამე ვადით იწყებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას. მას მხარი დაუჭირა ბოლოხანს არჩეული პარლამენტის 244-მა წევრმა. როგორც 63 წლის შარიფმა კენჭისყრის შემდეგ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, „დრომ ცხადჰყო, რომ დემოკრატიას არსებითი მნიშვნელობა აქვს პაკისტანისათვის“ და ქვეყნის ერთადერთი არჩევანია „დემოკრატიის ნათელ გზაზე“ სიარული. შარიფი ხელისუფლებაში ბრუნდება 13 წელიწადში მას შემდეგ, რაც ის სამხედრო გადატრიალების შედეგად გადააყენეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან.
XS
SM
MD
LG