Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი აღაშფოთა "ვაშინგტონ პოსტისა" და "გარდიანის" სტატიებმა


აშშ-ის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამთვრობო უწყებებს კანონი აძლევს უფლებას მოიპოვოს ინფორმაცია ინტერნეტ-კომპანიებისგან „ამერიკის მოქალაქეობის არმქონე პირებზე“, რომლებიც აშშ-ის გარეთ იმყოფებიან. კლაპერის რეპლიკა მოჰყვა „ვაშინგტონ პოსტსა“ და „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიებს. კლაპერი აცხადებს, რომ სტატიებში ბევრი უზუსტობაა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება „დასაძრახია“. „ვაშინგტონ პოსტმა“ და „გარდიანმა“ ხუთშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლებაა აქვს პირდაპირი წვდომა აშშ-ის წამყვანი ინტერნეტ-კომპანიების სერვერებზე, რითაც შესაბამისი სამსახურების აგენტებს საშუალება აქვთ ნახონ ელექტრონული ფოსტა, ფოტოები და სხვა დოკუმენტები. წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის - „ეფლმა“, „გუგლმა“ და „ფეისბუკმა“ ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი არც ერთ სამთვრობო უწყებას არ აძლევენ მათ სერვერებზე „პირდაპირი წვდომის“ საშუალებას.
XS
SM
MD
LG