Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში, ირანის საელჩოსთან აქციის მონაწილე მოკლეს


ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციის მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ იტყობინება ლიბანური სპეცსამსახური. აქტივისტების მცირე ჯგუფი აპროტესტებდა ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტური მოძრაობა ”ჰესბოლას” მებრძოლების მონაწილეობას სირიაში მიმდინარე ომში. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მოკლა აქციის მონაწილე. გასულ კვირაში ”ჰესბოლას” მებრძოლები დაეხმარნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ჯარებს აეღოთ მეამბოხეების მიერ დაკავებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი კუსეირი, რომელიც სირია-ლიბანის საზღვარზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG