Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილის თქმით, მუქარის შემცველი ვიდეომასალების შესახებ გამოძიების პროცესში წინსვლაა


საქართველოსადმი მუქარის შემცველი ვიდეომასალების წარმომავლობის დასადგენად მიმდინარე გამოძიების პროცესში წინსვლაა - განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია. დავით უსუფაშვილის თქმით, იმის დასადგენად, თუ ვინ და რა მიზნით გაავრცელა მუქარის შემცველი ვიდეომასალა, გამოძიება მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ. პარლამენტი ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება და მიუხედავად იმისა, ვინ და რა მიზნით გაავრცელა ეს ვიდეოკლიპები, დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG