Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ისევ მოხდა დაპირისპირება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის


თურქეთში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, როცა მათ სამშაბათს საღამოს ისევ მიაშურეს ტაქსიმის მოედანს სტამბოლში. მანამდე პოლიციამ დაშალა ამ მოედანზე რამდენიმე დღის წინ დაბანაკებული დემონსტრანტები. სამშაბათს დილით ასობით პოლიციელი შეიჭრა ტაქსიმის მოედანზე, რომელიც თურქეთში, დაახლოებით, ათი დღის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების ეპიცენტრია. პოლიციელების ქმედება მოულოდნელი იყო საპროტესტო აქციის ბევრი მონაწილისათვის, მაგრამ საღამო ხანს დემონსტრანტებმა თავიდან შეძლეს ორგანიზება პოლიციასთან დასაპირისპირებლად. სამშაბათს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ „დემონსტრაციები მძევლად აიყვანა ხალხმა“, რომელსაც დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.
XS
SM
MD
LG