Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, ავღანეთში ორი ქართული ბაზა დაიხურა


ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების ორი ბაზა დაიხურა - ცნობების თანახმად, ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისი განმარტებით, ასეთ ზომას მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციების შესაბამისად. მისივე თქმით, უნდა დახურულიყო ბაზაც, რომელზეც შვიდი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა 6 ივნისს მოწყობილმა ტერორისტულმა თავდასხმამ. "სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო. ბაზა, რომელზეც ბოლოს განხორციელდა თავდასხმა, 3-4 დღეში უნდა დაშლილიყო და ჩვენი კონტინგენტი უნდა გადასულიყო ახალი დისლოკაციის ადგილზე", აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG