რუსეთის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხარდამჭერები და უფლებადამცველებმა მოსკოვში გამართეს საპროტესტო სვლა, დაგმეს ვლადიმირ პუტინის მმართველობა და მოითხოვეს მათი შეფასებით პოლიტიკური პატიმრების ციხეებიდან განთავისუფლება. პოლიციის თქმით, აქციაში 6000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ჟურნალისტების თანახმად, სვლაში ათი ათასი ადამიანი ჩაერთო. დემონსტრანტებს, რომლებიც ბოლოტნაის მოედნისკენ მიემართებოდნენ, ხელში ეჭირათ პოლიციის მიერ შარშან დაკავებული აქტივისტების სურათები - ეს ხალხი დააკავეს პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით დაბრუნების გასაპროტესტებლად მოსკოვში შარშან, 6 მაისს ჩატარებულ აქციაში მონაწილეობისათვის. მსვლეობას მიუძღოდა ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი. ბრალდებები 2012 წლის გამოსვლების გამო 27 პირს აქვს წაყენებული.
ყველაზე პოპულარული
1