Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების მომატების გამო დაწყებული საპროტესტო დემონსტრაცია, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრაციებმა ბრაზილიის სხვა ქალაქებში ინცინდენტების გარეშე ჩაიარა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 6,7 %-ით გაიზარდა.
​
XS
SM
MD
LG