Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი” აქვეყნებს გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს


საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები მართულნი იყვნენ ავტოკრატიული ხელისუფლებების მიერ. შედეგების მიხედვით სიტუაცია გაუარესებულია კორუფციის, მედიაში არსებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების თვალსაზრისით. ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის წლიური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ ევრაზიაში გაუარესებულია მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისითაც. „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტის დევიდ კრემერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შარშან, ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდა, რუსეთში განხორციელდა ყველაზე მწვავე რეპრესიები საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშში ნათქვამია, რომ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში კომპეტენტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, თუმცა დაფიქსირდა პრობლემები ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, დარღვევები დაფიქსირდა არჩევნების დღესაც.
XS
SM
MD
LG