Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა პირველი ოფიციალური ოფისი გახსნა დოჰაში


აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი „რამდენიმე დღეში“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან თალიბანთან, რათა „პირველი ნაბიჯი გადაიდგას“ ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების გრძელ გზაზე. ამ განცხადების ფონია თალიბანის მიერ პირველი წარმომადგენლობის გახსნა დოჰაში. სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, თალიბანი აღნიშნავს, რომ დაჯგუფებას სურს კარგი ურთიერთობების დამყარება მეზობელ სახელმწიფოებთან და მხარს უჭერს ავღანეთის კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას. მანამდე თალიბანმა უარი თქვა ავღანეთის ტერიტორიის გამოყენებაზე „სხვა ქვეყნების“ წინააღმდეგ. აშშ-ის ხელისუფლება ეს განცხადება აღიქვა, როგორც თალიბანის მოძრაობის პირველი ნაბიჯი, გაემიჯნოს „საერთაშორისო ტერორიზმს“, თუმცა, ვაშინგტონმა დასძინა, რომ ისინი თალიბანისაგან ალ-ყაიდასთან ყოველგვარი კავშირის საბოლოო გაწყვეტას ელიან. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქაბულში განაცხადა, რომ „თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართად" კატარში წარმომადგენლების გაგზავნას აპირებს.“
XS
SM
MD
LG