Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პარლამენტს ეკონომიკური ამნისტიის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს მოუწოდა, განიხილოს ეკონომიკური ამნისტიის შესახებ დადგენილების პროექტი და ის ზაფხულის არდადეგებამდე დაამტკიცოს. პუტინის ამ მოწოდებას, რომლითაც ის პარასკევს გამოვიდა, პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობისას, უკვე მოჰყვა გამოხმაურება: სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ დეპუტატები ამჟამინდელ საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ დადგენილებას ეკონომიკური ამნისტიის შესახებ. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს პირებზე, ვინც სახელმწიფოს, პიროვნებისა და საკუთრების წინააღმდეგ სერიოზული დანაშაულები ჩაიდინა. პრეზიდენტის განმარტებით, ამნისტია შეეხება იმათ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სამეწარმეო საქმიანობის სფეროში, მაგრამ პირველად არის გასამართლებული. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა, სავარაუდოდ, 5 ივლისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG