Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: მერაბიშვილმა გირგვლიანის საქმეში ბრალდებულებს დუმილის სანაცვლოდ დიდი თანხა შესთავაზა


სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების არგათქმის სანაცვლოდ 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ფინანსური საზღაურის გადახდა შესთავაზეს, - ამის შესახებ ივანე მერაბიშვილის ბრალდების შესახებ თბილისის პროკურორის, მაია მწარიაშვილის დადგენილებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, გამოძიების საწყის ეტაპზევე, ვანო მერაბიშვილი ბრალდებულებს შეხვდა და შეჰპირდა, რომ "მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ". მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე - მას ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
XS
SM
MD
LG