რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს უარი თქვა შეერთებული შტატებისათვის ედვარდ სნოუდენის გადაცემაზე. მისი თქმით, სნოუდენი, რომელზეც აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე, მოსკოვში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. მას არ გაუვლია რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის კონტროლი, რაც, როგორც პუტინმა დასძინა, ნიშნავს, რომ სნოუდენი არ იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე. პუტინმა სამშაბათს ფინეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ სნოუდენი „თავისუფალი ადამიანია“ და შეუძლია, სადაც სურს, იქ გაფრინდეს. ედვარდ სნოუდენს, რომელიც შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორია, სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს აშშ-ის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დღეს საუდის არაბეთში ვიზიტისას მოუწოდა რუსეთს სნოუდენის ექსტრადიციისაკენ.
ყველაზე პოპულარული
1