Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორის პრეზიდენტმა გაამხნევა ედვარდ სნოუდენი


ეკვადორის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ გამახნევებელი წერილი მისწერა აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს და უსურვა, რომ „სულით არ დაეცეს.“ ეკვადორს ხშირად მიიჩნევდნენ ქვეყნად, რომელიც სნოუდენს, რომელიც აშშის მიერ იძებნება, როგორც ჯაშუში, თავშესაფარს მისცემდა. ამჯერად კორეამ თქვა, რომ სნოუდენის ბედი რუსეთის ხელშია. სნოუდენი სავარაუდოდ მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. კორეამ განაცხადა, რომ ეკვადორს შეუძლია განიხილოს სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის საქმე, თუ ის ან ამ ქვეყანაში, ან მის საელჩოში მოხვდება. აშშ-ის მთავრობა სნოუდენს ბრალად სდებს სადაზვერვო საიუდუმლო მასალების გახმაურებაში.
XS
SM
MD
LG