Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაის წარმომადგენელი უარყოფს 2014 წლიდან აშშ-ის ჯარის სრული გაყვანის ცნობას


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიუ იორკ ტაიმსის სტატია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამამ აპირებდეს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის სწრაფად და სრულად გაყვანას 2014 წლისთვის, „ავღანეთზე ზეწოლას ემსახურება“ ჟურნალისტებთან საუბარში აიმალ ფაიზიმ თქვა, რომ ყველა ამერიკელი სამხედროს გაყვანა ავღანეთიდან არასოდეს ყოფილა ქაბულსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებს თემა. ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინებოდა, რომ 27 ივნისს ობამასა და კარზაის შორის შედგა ვიდეოსაუბარი, რომლის მიზანი დაძაბულობის განმუხტვა იყო და ის კარგად არ დასრულებულა. გაზეთის თანახმად, კარზაიმ ბრალად დასდო ვაშინგტონს, რომ მის მთავრობას ხიფათს უქმნის იმით, რომ ცალკე აწარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს თალიბანთან და მის პაკისტანელ მომხრეებთან.
XS
SM
MD
LG