Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გაიცა "მუსლიმთა საძმოს" ლიდერის დაპატიმრების ორდერი


ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა გასცა ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ სულიერი ლიდერის დაპატიმრების ორდერი, ძალადობისაკენ მოწოდებაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება ორშაბათს კაიორში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - უმეტესწილად დამხობილ პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეები. გაცემულია "მუსლიმთა საძმოს" ლიდერის, მუჰამად მადიეს გარდა, ორგანიზაციის კიდევ ცხრა წევრის დაპატიმრების ორდერები. იუწყებიან აგრეთვე, რომ ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, მუჰამად მურსი "უსაფრთხო ადგილას" იმყოფება და მისთვის ბრალდება "ჯერ არ წარუდგენიათ". მურსი გასულ კვირაში გადააყენა ეგვიპტის არმიამ, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.
XS
SM
MD
LG