19 წლის ჯოხარ ცარნაევი, რომელიც 15 აპრილის ბოსტონის ტერაქტის მოწყობაშია ბრალდებული, ოთხშაბათს მიიყვანეს ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში, სადაც მისი სასამართლო პროცესი დაიწყება. ეთნიკური ჩეჩენი ჯოხარ ცარნაევი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა ნატურალიზებით, ორნახევარი თვის განმავლობაში ციხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. სასამართლოში იგი პირველად გამოჩნდება საჯაროდ მას შემდეგ, რაც 19 აპრილს დააპატიმრეს. ცარნაევს 30 მუხლით ედება ბრალი, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით მოწყობილ აფეთქებაში, რასაც სამი ადამიანის დაღუპვა და 260-ის დაზიანება მოჰყვა. რამდენიმე ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი ელოდება.
ყველაზე პოპულარული
1