Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კიშინიოვში გაიმართა საქართველოსა და მოლდავეთის პრეზიდენტების შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტი დღეს კიშინიოვში შეხვდა მოლდავეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრებისას განიხილებოდა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება. საქართველოს პრეზიდენტი 11 ივლისს გაემგზავრა მოლდავეთში, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სამიტსაც დაესწრო. სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინ მოლდავეთისა და საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტზე ვარაუდობდნენ არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, არამედ უფრო მეტი ევროპული პერსპექტივის შესაძლებლობას, მაგრამ გასული წლის შემდეგ საქართველოს გარკვეული სირთულეები შეექმნა. პრეზიდენტის ამ განცხადების საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი შეფასების საფუძველი მისთვის უცნობია, რადგან ევროკავშირის მხრიდან დადებითი განწყობა ბათუმში დღევანდელ კონფერენციაზე ევროკომისარ შტეფან ფიულეს გამოსვლამაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "პრეზიდენტის ცარიელი განცხადებები ხალხზე აღარ მოქმედებს” და თავად სააკაშვილს აზარალებს.
XS
SM
MD
LG