Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პოლიციამ გეზის პარკისაკენ მიმართული მსვლელობა დაშალა


თურქეთის პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, სტამბოლოში გეზის პარკისაკენ მიმართული მსვლელობის დასაშლელად. სტამბოლში ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკში მშენებლობის გეგმის საწინააღმდეგო პროტესტი გასულ თვეში დაიწყო და ანტისამთავრობო მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა. აქციების დროს დაიღუპა ხუთი და დაშავდა 8000-მდე ადამიანი. გეზის პარკი დაიხურა მას შემდეგ, რაც პოლიციამ 15 ივნისს დემონსტრანტები გააძევა და ისევ გაიღო ამ კვირის დასაწყისში. მაგრამ პარკში აქციების გამართვა აკრძალულია.
XS
SM
MD
LG