Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ციხიდან ნატოს სამხედრო მოსამსახურეზე თავდამსხმელი გაიქცა


ავღანეთის ციხიდან გაიქცა ჯარისკაცი, რომელიც ნატოს რიგებში მყოფი სლოვაკი სამხედროს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარმა მკაცრად დაცული ციხიდან დაცვის თანამშრომლის დახმარების წყალობით მოახერხა გაქცევა. ავღანეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლის, გენერალ აბდულ ჰამიდის ინფორმაციით, მსჯავრდებული ჯარისკაცი, რომელიც 9 ივლისს დააპატიმრეს იმიზეზებდა ავადმყოფობას და ითხოვდა, რომ იგი სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანათ. მასთან ერთად იძებნება ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილს ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ერთი თვის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი სლოვაკი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ინცინდენტმა წარმოშვა შეკითხვა, თუ რამდენად პროფესიონალურად მოქმედებენ ავღანეთის არმია და ნატოს ჯარები, რომლებიც მომავალი წლის ბოლოსთვის დატოვებენ ქვეყანას. გასულ წელს ე.წ. ინსაიდერული თავდასხმების შედეგად ავღანეთში საერთაშორისო ქვედანაყოფის 60 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG