Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მურსის მხარდამჭერების დასაშლელად


ეგვიპტის პოლიციამ კვლავ გამოიყენა ცრემლსადები გაზი, რათა კაიროს ცენტრში შეკრებილი გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მხარდამჭერები დაეშალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები ცენტრალური გზატკეცილების გადაკეტვას აპირებდნენ. შეტაკებები მოხდა ასევე მურსის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტის ახალ ხელმძღვანელობასთან და განაცხადა, რომ მურსის გადაყენების შემდეგ ეგვიპტეს გაუჩნდა „მეორე შანსი“ და შესაძლებლობა იმისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.
XS
SM
MD
LG