რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ედვარდ სნოუდენის შესახებ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე „სპეცსამსახურების ბინძური სკანდალები“: „ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სნოუდენი, რომ მისი ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს დააზარალებს, ჩვენთვის მიუღებელია“. აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში იმყოფება 23 ივნისიდან. მან რუსეთს თავშესაფარი სთხოვა. სამშაბათს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის მოთხოვნა, რომ სნოუდენი უნდა გადაეცეს აშშ-ის ხელისუფლებას და ის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
ყველაზე პოპულარული
1