აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს „გადადგას თამამი ნაბიჯები პოლიტიკური გარემოს გასაუმჯოებესებლად“ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თომას მელიამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობების შექმნა არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში უნდა მოხერხდეს. თომას მელიამ 16 ივლისს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას თუ სურს პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება, „ხვალვე შეუძლია“ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილგარ მამადოვი, დაარეგისტრიროს არჩევნებზე მონიტორინგის ორგანიზაცია „ევროპის პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ და არჩევნებზე დაკვირვებისთვის მიიწვიოს ეუთოს მეთალყურეები.
ყველაზე პოპულარული
1