Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი არაბთა ლიგის წარმომადგენლებს ესაუბრა სამშვიდობო ინიციატივებზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, არაბთა ლიგის წარმომადგენელ მაღალჩინოსნებს ესაუბრა თავის მცდელობებზე განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის. იორდანიის დედაქალაქ ამანში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე კერიმ არაბთა ლიგის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც კონფლიქტთან მიმართებით შეიმუშავეს საუდის არაბეთმა და იორდანიის მეფე აბდულამ. კერი არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე ესაუბრა ვაშინგტონის პოზიციაზე ეგვიპტეში არსებულ კრიზისთან მიმართებით, ისევე როგორც მცდელობებზე სირიის ოპოზიციის დასახმარებლად. კერძოდ, კერი შეეხო წინადადებას გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც სირიის დროებითი მთავრობა შეიქმნება.
XS
SM
MD
LG