Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ-მინისტრი სენატორს პოსტის დატოვებას სთხოვს რასისტული გამონათქვამების გამო


იტალიის პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ სენატის თავმჯდომარის მოადგილეს რობერტო კალდეროლის მოუწოდა დატოვოს პოსტი რასისტული გამონათქვამების გამო, რომელიც მან ქვეყნის პირველი შავკანიანი მინისტრის მისამართით გამოთქვა. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში სენატორმა ინტეგრაციის მინისტრი სესილ კენგე ორანგუტანგს შეადარა და განაცხადა, რომ მისი წარმატება იმ არალეგალი ემიგრანტებისათვის იქნება მაგალითი, რომლებსაც იტალიაში ჩასვლა სურთ. სენატორის ამ გამონათქვამებმა საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც მან ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, ამის მიუხედავად, კალდეროლი უარს აცხადებს პოსტის დატოვებაზე და ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მას ამ ნაბიჯის გადადგმას არ სთხოვს.
XS
SM
MD
LG