აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, იორდანიაში ესტუმრა ბანაკს, რომელსაც სირიელი ლტოლვილები აფარებენ თავს. კერი შეხვდა ხუთ სირიელ ქალს და ერთ მამაკაცს ბანაკ ზაათარიში - რომელიც სირიასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და რომელშიც 100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. კერის თან ახლდა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნასერ იუდე. შეხვედრის დროს ყველა სირიელმა ლტოლვილმა მიმართა აშშ-ს თხოვნით, სირიის თავზე ფრენები აიკრძალოს, რათა შეწყდეს მთავრობის მხრიდან თავდასხმები. კერიმ განაცხადა, „ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა განხილვის საგანიო“ და დასძინა, რომ ვითარებას მარტივი გადაწყვეტა ვერ ექნება. იორდანიას 600,000-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს. ასი ათასობით სირიელია გადასული სხვა მეზობელ ქვეყნებში - ლიბანსა და თურქეთში.
ყველაზე პოპულარული
1