Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილმა თბილისის საკრებულოში მომხდარს „ნორმალური პროცესი“ უწოდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თავად მას ამ პროცესებთან კავშირი არ აქვს. 19 ივლისის სხდომაზე ახალმა უმრავლესობამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 კომისიის თავმჯდომარე გადააყენა თანამდებობიდან . 26 ივლისამდე კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურების გარდა, კონსულტაციები გაგრძელდება საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე, რომლის პრეტენდენტად ირაკლი შიხიაშვილი სახელდება. "ირაკლი შიხიაშვილი ძალიან აქტიურია, იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და მან ეს თვითონ მოახერხა. ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტშიც მოხდა ფრაქციების გამოყოფა და დაფიქსირება. აქაც რაღაც პროცესები მიდის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამასთან. პროცესები მიმდინარეობს ბუნებრივად და უნდა განვითარდეს კიდეც. ეს არის დემოკრატიული პროცესები და ასეც უნდა იყოს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მოელიან, რომ 26 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი დადგება.
XS
SM
MD
LG