Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი მოსკოვშია და აცხადებს, რომ მერის არჩევნებში გაიმარჯვებს


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კიროვიდან მოსკოვში მატარებლით ჩავიდა და დამხვედრ მომხრეებს განუცხადა, წინ არჩევნებია და ჩვენ გავიმარჯვებთო. ნავალნის სადგურზე ბევრი მომხრე ელოდებოდა. ისინი სკანდირებდნენ „ნავალნი-მერადო“. ნავალნიმ მომხრეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ კიროვში მისი სასამართლოს პერიოდში გამოიჩინეს. ხუთშაბათს კიროვის სასამართლომ ნავალნი გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პარასკევს, პროკურორების თხოვნით, ის სხვა სასამართლომ დროებით გაანთავისუფლა. ნავალნი ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატია, რომელიც 8 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებში მოსკოვის მოქმედი მერის - კრემლის ფავორიტი სერგეი სობიანინის - მეტოქე იქნება.
XS
SM
MD
LG