Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ჰიზბოლას ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების საკითხზე მსჯელობს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ლიბანის შიიტური დაჯგუფების გასამხედროებული ფრთის, ჰიზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე მსჯელობენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს ასეთ ნაბიჯს, რასაც ჰიზბოლაზე ევროკავშირის სანქციების დაწების პირობა გახდება. გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის 28-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. ჰიზბოლა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან, დაკავშირებულია ბულგარეთში გასულ წელს მომხდარ ტერაქტთან, რომლის დროსაც ხუთი ისრაელი ტურისტი დაიღუპა. ამჯერად კი ჰიზბოლას მებრძოლები სირიაში მიმდინარე კონფლიქტში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეზე იბრძვიან.
XS
SM
MD
LG