Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრინც უილიამის ცოლმა ვაჟი გააჩინა


ბრიტანეთის პრინც უილიამის ცოლმა, კეიტმა, რომელიც კემბრიჯის ჰერცოგინიას ტიტულს ატარებს, ლონდონში, სანტ მერის ჰოსპიტალში, ვაჟი გააჩინა. თავის დროზე პრინცესა დაიანამ უილიამი და მისი უმცროსი ძმა, პრინცი ჰარი ამავე კლინიკაში შვა. ახალშობილი პირველი შვილია უილიამისა და კეიტისთვის, რომლებმაც 2011 წლის აპრილში იქორწინეს. სამეფო წყვილმა ბავშვის სქესი წინასწარ არ იცოდა. ახალშობილი ტახტის მესამე მემკვიდრეა ბაბუის პრინც ჩარლზისა და მამის, პრინც უილიამის შემდეგ. ბრიტანეთის მონარქი არის ბრიტანეთის და ასევე 15 ქვეყნის, მათ შორის კანადისა და ავსტრალიის სახელმწიფოს მეთაური.
XS
SM
MD
LG