Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ივანიაძე მის წინააღმდეგ მიმართულ პროცესზე ლაპარაკობს


სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ”მექანიზატორის” საქმეში ბრალდებული და გირაოთი გათავისუფლებული მამუკა ივანიაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, რისი ნაწილიც იყო დაკითხვის ამსახველი ფარული ჩანაწერის 22 ივლისს გამოქვეყნება პროკურატურის მიერ. აღნიშნული ჩანაწერი პროკურატურამ იმის დასტურად გამოაქვეყნა, რომ მამუკა ივანიაძემ გამოძიებასთან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ითანამშრომლა და ასევე ძალდაუტანებლად მისცა მას ჩვენება. როგორც თავად ივანიაძემ უთხრა მანამდე ჟურნალისტებს, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის - დავით კირვალიძის წინააღმდეგ მას ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ამ თემაზე მამუკა ივანიაძეს კომენტარი აღარ გაუკეთებია 23 ივლისს, მისი მორიგი დაკითხვის შემდეგ. 22 ივლისს მოწმის სტატუსით დაიკითხა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი. დავით კირვალიძემ ე.წ. მოდულის შენობა 23.00 საათისთვის დატოვა და როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. დავით კირვალიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG