Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის აღმოსავლეთში ნატოს ჯარისკაცები დახოცეს


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც ვირით გადაადგილდებოდა, დახოცა ნატოს სამი ჯარისკაცი და მათი ავღანელი თარჯიმანი. რადიო თავისუფლების ავღანურ რედაქციას ვარდაკის პროვინციის ადმინისტრაციის პრესმდივანმა, ათაულა ხოგუანიმ აცნობა, რომ თავდასხმა სამშაბათს დილით მოხდა. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია. ნატომ განცხადებით დაადასტურა, რომ მოკლულია მისი სამი სამხედრო - თუმცა არ გაუმხელია მსხვერპლთა სახელები ან მოქალაქეობა. ავღანეთის აღმოსავლეთში დისლოცირებული ნატოს სამხედროების უმრავლესობა ამერიკელია.
XS
SM
MD
LG