Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამნაღმველები საქართველოს პარლამენტში ბომბის არსებობას სწავლობენ


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობაში და გამნაღმველები მუშაობენ. დღეს პარლამენტში შევიდა სიგნალი იმის თაობაზე, რომ შენობაში ბომბია. პარლამენტში დაწყებულ ევაკუაციასთან დაკავშირებით სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, შენობის დაცვის სამსახურმა ეს ინფორმაცია გააანალიზა და არსებული წესების გათვალისწინებით შენობაში მყოფ პირებს სთხოვა, რომ შენობა დაეტოვებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს პლენარული სხდომა აღარ განახლდება, რადგან შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას რამდენიმე საათი დასჭირდება. დეპუტატები რიგგარეშე სხდომას ხვალ გამართავენ.
XS
SM
MD
LG