Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს პირი პარლამენტის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით


საქართველოში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში განგაშის გამომწვევი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული, ქუთაისში მცხოვრები ომარ ფ. სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდებულმა 26 ივლისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა აფეთქდებოდა. სამართალდამცველები შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ადგილზე. მათ შენობიდან დეპუტატებისა და პერსონალის ევაკუაცია განახორციელეს. შენობის დაახლოებით ერთსაათიანი შემოწმების შედეგად პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურებულა. სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
XS
SM
MD
LG