Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 72 მდე გაიზარდა არეულობის დროს დაღუპულთა რიცხვი


ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 72 მდე გაიზარდა პარასკევს კაიროში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაღუპულთა რიცხვი. ძალადობა, რომელიც პარასკევს დაიწყო და შაბათსაც გაგრძელდა, ყველაზე სასტიკია მას შემდეგ, რაც 3 ივლისს, ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი სამხედროებმა დაამხეს. „მუსლიმთა საძმო“ კი ამტკიცებს, რომ დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი. მორსის მომხრეებმა შაბათს განაცხადეს, რომ ძალადობის და მსხვერპლის მიუხედავად კვლავ გააგრძელებენ ხალხმრავალ მჯდომარე საპროტესტო აქციას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შაბათს განაცხადა, რომ „ეგვიპტეში შემობრუნების მომენტი დადგა“ და მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს, რათა "დაძაბული ვითარებიდან გამოსვლა მოახერხონ." .
XS
SM
MD
LG