Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ ქობულეთის გამგებელი დარბაზიდან გაათავისუფლა


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. იგი 26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ცნობების თანახამდ, თენგიზ ზოიძე სასამართლომ მიმალვის საფრთხის არარსებობის გამო გაათავისუფლა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG