Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსპოტრებნადზორმა" ორი ათასზე მეტი საიტი დაბლოკა


„როსპოტრებნადზორმა“ ორი ათასზე მეტი საიტი დაბლოკა, რომლებიც, უწყების განცხადებით, ავრცელებდნენ აკრძალულ ინფორმაციას ბავშვების თვითმკვლელობების შესახებ. „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვების საფუძველზე მიიღეს. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთი პირველ ადგილზეა ევროპაშო არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის შემთხვევების რაოდენობით და რომ ეს რიცხვი იზრდება. ახლახან ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ ფედოტოვმა განაცხადა, რომ გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედებულ კანონს, რომელიც ბავშვების მავნე იფორმაციისგან დაცვას ითვალისწინებს, სწორი მიზნები აქვს, თუმცა არაადეკვატური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს - ბავშვების დაცვით ის უფროსებს ზღუდავს.
XS
SM
MD
LG