Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი კაიროში შეხვედრებს გამართავს


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი კაიროში შეხვედრებს გამართავს ეგვიპტის არმიის ხელმძღვანელთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრების თემა იქნება მღელვარე პროცესები, რომლებიც ეგვიპტეში პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ განვითარდა. ეშტონი შეხვდება გენერალ აბდელ ფატა ალ-სისის და ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, ადლი მანსურს. ეშტონის პროგრამაში ასევე შედის შეხვედრები მურსის პარტიის, მუსლიმთა საძმოს წარმომადგენლებთან. ეშტონის ეგვიპტეში ჩასვლას წინ უძღვის სისხლიანი შაბათ-კვირა, როდესაც მურსის მომხრეთა დემონსტრაციაზე, კაიროში, 70-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული. მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში მურსი არმიამ გადააყენა, ქვეყანაში ვითარება დაძაბული რჩება. მურსის მომხრეები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს, მურსის განთავისუფლების და პრეზიდენტად აღდგენის მოთხოვნებით. ეშტონს ნათქვამი აქვს, რომ ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში მუსლიმთა საძმოც უნდა იყოს ჩართული.
XS
SM
MD
LG