Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა


200-ზე მეტი პატიმარი, მათ შორის, 30 მებრძოლი გაიქცა ციხიდან პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში მას შემდეგ, რაც ციხეს თალიბები დაესხნენ თავს. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. როგორც პაკისტანის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, ციხის ტერიტორიაზე 60-მდე მებრძოლი შეიჭრა, პარალელურად, ციხეს გარედანაც გაუხსნეს ცეცხლი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ციხეზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 პოლიციელი. ციხე, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა პროვინცია ჰაიბერ-პახტუნხვაში, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს.
XS
SM
MD
LG