Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: მავთულხლართების გაბმის საკითხი კრემლთან შეთანხმებული არ არის


რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროგრამა "პოზიციაში" განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრების გასწვრივ მავთულხლართების გაბმის საკითხი კრემლთან შეთანხმებული არ არის. "ყველა გადაწყვეტილებას, რაც უფლებამოსილების განხორციელებას ეხება, იღებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და, შესაბამისად, აფხაზეთის ხელისუფლება. ამიტომ ეს შეკითხვები მათ უნდა დაუსვათ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შესაბამის ხელისუფლებებთან გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება და შეთანხმებები“ - უთხრა მედვედევმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრების გადმოწევის საკითხზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მანამდე რადიო "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ნაბიჯი ძირითადად სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება. „ეს გაუგებრობები საზღვრების გადმოწევის, მე ვფიქრობ, რომ ძირითადად დაკავშირებულია ზუსტად რომ ოლიმპიადასთან. რაღაც დიდი ნერვიულობა იგრძნობა რუსეთის მხრიდან ამ მიმართულებით და დიდი იმედი რჩება იმისა, რომ ოლიმპიადის შემდგომ გაიოლდება ეს ურთიერთობები“, განაცხადა ივანიშვილმა რადიო "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG