5 წლის წინ ქართველმა ხალხმა, ჯარმა და ხელისუფლებამ შეძლეს, რომ დღეს საქართველოში ქართული დროშა ფრიალებს - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სურს ქედი მოიხაროს დაღუპულთა ოჯახების და დევნილთა წინაშე. ”ტკივილის გარდა დღევანდელი დღე ეროვნული სიამაყის დღეცაა, რადგან 5 წლის წინ საქართველოს დაცვა ყველამ ერთად შეძლო”, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.
ყველაზე პოპულარული
1