სირიის ინფორმაციის მინისტრი უარყოფს ცნობას, რომელიც ოპოზიციამ გაავრცელა პრეზიდენტის ავტოკოლონაზე თავდასხმის შესახებ. მეამბოხეების გაერთიანება „სირიის თავისუფალ არმიაში“ შემავალმა ჯგუფმა, ტაჰრირ ალ-შამმა კერძოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ავტოკოლონას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. სხვა აქტივისტებიც იუწყებიან სარაკეტო ცეცხლზე დამასკში, მალკის რაიონში. მაგრამ ინფორმაციის მინისტრმა უსაფუძვლო უწოდა ცნობებს, რომ პრეზიდენტის კორტეჟზე იერიში მოეწყო.
ყველაზე პოპულარული
1