აგვისტოს ომის ხუთი წლისთავის გამო დღეს განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების კურსი მისი წინამორბედის პოლიტიკისგან არაფრით განსხვავდება. საქართველოს მხრიდან ახალი სამხედრო პროვოკაციები არ გამორიცხა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. მან ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტომდელი პერიოდის მსგავსად საქართველო სამხედრო პოტენციალის გაზრდას და შეიარაღებული ძალების განმტკიცებას განაგრძობს, ამიტომ ოსური მხარე ყურადღებით და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. თიბილოვის შეფასებითვე, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლა და მისი შეცვლილი რიტორიკა არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის პოლიტიკაც შეიცვალა.
ყველაზე პოპულარული
1