გუგუთიანთკარელთა გასაჭირი
გუგუთიანთკარი ერთ-ერთია იმ ქართული სოფლებიდან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რომ მდებარეობს. ხუთი წლის წინ, როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც განადგურება ემუქრებოდა, სასწრაფოდ მიატოვა სახლ-კარი. სოფელში შევიდნენ რუსეთის ფედერალური ჯარი და ოსების შეიარაღებული რაზმები, რომლებმაც გაძარცვეს და გააპარტახეს იქაურობა, ხოლო მეზობელი ოსური სოფლის, ხელჩვას სიახლოვეს მდებარე სახლები გადაწვეს. წლეულს, მარტში, რუსმა „მესაზღვრეებმა“ სოფელში მავთულხლართი გააბეს. რამდენიმე აქაური ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას და იძულებულია, ყოფილი სკოლის შენობას შეაფაროს თავი. გუგუთიანთკარელთა გასაჭირზე მოგვითხრობენ ზვიად მჭედლიშვილი და თეიმურაზ გაბაშვილი.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ