შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი დღეს ვაშინგტონში ხვდებიან რუს კოლეგებს, სერგეი ლავროვს და სერგეი შოიგუს, ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობის გამწვავების ფონზე. დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა თეთრ სახლში გაკეთებული განცხადება, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აუქმებს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სექტემბრისთვის დანიშნულ პირისპირ შეხვედრას. დაძაბულობას იწვევს რამდენიმე საკითხი, მათ შორის მოსკოვის გადაწყვეტილება, თავშესაფარი მიენიჭებინა შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენისათვის, რომელზეც ვაშინგტონს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. ამერიკელი და რუსი მინისტრების დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში დგას ვითარება ავღანეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და აშშ-ის გეგმა, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსოს ევროპაში.
ყველაზე პოპულარული
1