Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქურთისტანის ლიდერი სირიის კონფლიქტში ჩარევისთვის მზად არის


ერაყის ქურთისტანის ლიდერმა, მასუდ ბარზანიმ მუქარა გამოთქვა, რომ მეზობელი სირიის ქურთულ მოსახლეობას დაიცავს ჯიჰადისტებისგან. შაბათს, ბარზანიმ მოწოდება გამოთქვა, გამოიძიონ ინფორმაცია, რომ სირიაში ტერორისტები ქურთებს ხოცავენ. მისი თქმით, ერაყის ქურთისტანის რეგიონი მზად იქნება დაიცვას ქურთები, თუ უდანაშაულო ქურთ მოქალაქეებს, ქალებს და ბავშვებს, სიკვდილისა და ტერორიზმის საფრთხე დაემუქრებათ. ბოლო კვირებში სასტიკი ბრძოლა ატყდა ქურთულ ძალებსა და ალ ყაიდასთან დაკავშირებულ, მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულ, „ალ ნუსრას ფრონტს“ შორის. ერაყის ჩრდილოეთში, ქურთისტანის რეგიონს აქვს საკუთარი სამინისტროები და შეიარაღებული ძალები. სირიის მოსახლეობის 10 პროცეტს ქურთები წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG