Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის არასრულწლოვანთა კოლონიიდან გაიქცა პატიმართა ჯგუფი


60-ზე მეტი არასრულწლოვანი პატიმარი გაიქცა სან-პაულუს არასრულწლოვანთა კოლონიიდან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გაქცეულთაგან, სულ ცოტა, 17 არასრულწლოვანი უკვე დაკავებულია. გაქცევამდე მოზარდებმა დაწვეს ლეიბები და მძევლად აიყვანეს კოლონიის დირექტორი. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, დირექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს თავის არეში მიყენებული ჭრილობებით. კოლონიის კიდევ 20-მა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
XS
SM
MD
LG