Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერობის კანდიდატებმა დებატების პირველი რაუნდი გამართეს


მოსკოვის მერობის ექვსი კანდიდატიდან ხუთმა პირველი დებატები გამართა, რომლის მთავარი თემა იყო რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთა ყოველდღიური პრობლემები. დებატები ტელევიზიით გადაიცა. ოპოზიციის კანდიდატმა, ალექსეი ნავალნიმ პირობა დადო რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და გამოთქვა ვარაუდი, რომ მოსკოვში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აღსრულება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობრებს ერგებათ ხოლმე წილად. ნავალნიმ ასევე ისაუბრა „მოსკოვში იმიგრანტების მოზღვავებაზე“ და განაცხადა, რომ კავკასიის და ცენტრალური აზიის მცხოვრებთ სავიზო რეჟიმს დაუწესებს. „სამართლიანი რუსეთის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ლევიჩევმა მოსკოვში პარკირების გაიაფების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ამას განახორციელებს. დებატებში მონაწილეობა არ მიუღია მოსკოვის მოქმედ მერს და სარეიტინგო გამოკითხვების ლიდერს, სერგეი სობიანინს. 8 სექტემბრის არჩევნებამდე დებატები კიდევ 11-ჯერ უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG