„მუსულმანთა საძმო“ ეგვიპტელებს ამბოხისა და „მრისხანების პარასკევისკენ“ მოუწოდებს. ოთხშაბათის შემდეგ ეგვპიტეში შეტაკებებისას 620-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა და გაავრცელა განცხადება, რომლითაც ეგვიპტელებს „მაქსიმალური თავშეკავებისა“ და „ეროვნული შერიგებისკენ“ მოუწოდა. ეგვიპტის დროებითი მმართველობა აცხადებს, რომ საერთაშორისო კრიტიკა უსაფუძვლოა, „ფაქტებს“ არ ეფუძნება და მოქმედებისკენ უბიძგებს „შეიარაღბულ ძალადობრივ ჯგუფებს“.
ყველაზე პოპულარული
1