Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერობას ტოვებს


თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი აცხადებს, რომ ტოვებს მმართველი პარტიის ლიდერის პოსტს, რათ ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი. იგი თურქმენეთის დემოკრატიული პარტიას 2006 წელ უდგას სათავეში. შაბათს გამართულ პარტიის კონფერენციაზე ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ მრავალპარტიულ სისტემაში „ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი.“ თურქმენეთის დემოკრატიული პარტია, რომელიც თავსი დროზე საბჭოთა კომუნისტური პარტიიდან იშვა, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი პოლიტიკურ ძალა იყო. გასულ წელს, კანონმა ნება დართო ახალი პოლიტიკური ძალის „მწარმოებელთა და ბიზნესმენთა პარტიის“ შექმნას. მასში მხოლოდ 2000 წევრია, მაშინ როცა მმართველი „დემოკრატიული პარტია“ 190 ათას წევრს ითვლის. ორივე პარტია აპირებს იბრძოლოს დეკემბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG